USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Citroen-მა ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ელექტრომობილი წარადგინა, რომლის ღირებულებაც 10,5 ათასი დოლარია

Citroen-მა ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ელექტრომობილი წარადგინა, რომლის ღირებულებაც 10,5 ათასი დოლარია

2023-11-20 19:00:42

კომპაქტურმა ელექტრომობილმა Citroen Ami-მ მკვეთრი მოდიფიკაცია My Ami Pop-ი მიიღო. აღნიშნულ ავტომობილს აქვს ექსტერიერის უნიკალური დიზაინი. ამის შესახებ Stellantis-ის ვებგვერდი იტყობინება.

Citroen My Ami Pop-ს აავს ფარების გარშემო შავი კანტი, პლასტმასის ჩანართები ბამპერებზე, ხოლო. გვერდითა კარებზე ნარინჯისფერი და ყვითელი გრაფიკაა გამოსახული.

Citroen My Ami Pop-ის მახასიათებლები: 
სიგრძე - 2410 მმ;
სიგანე - 1390 მმ;
სიმაღლე - 1520 მმ;
წონა - 485 კგ.

Citroen My Ami Pop-ის ახალ მოდელს აქვს სიჩარის გადართვის ახალი კოლოფი, ასევე უფრო ერგონომიული დიზაინი. ინტერიერში გაჩნდა ყვითელი შეფერილობის საკიდი ჩანთებისთვის. 

ავტომობილი აღჭურვილია კარის ეკრანებით და Dat@mi კავშირის განყოფილება, რაც საშუალებას აძლევს მძღოლს სმარტფონი გადააქციოს საინფორმაციო გასართობ სისტემად. ეკრანი აჩვენებს სანავიგაციო სისტემის მონაცემებს, დიაპაზონსა და სხვა ინდიკატორებს.

Citroen My Ami Pop აღჭურვილია 8 ცხენის ძალის სიმძლავრის ელექტროძრავით. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარეა 45 კმ/სთ.

ელექტრომობილს აქვს 5,5 კვტ∙სთ სიმძლავრის ელემენტი, ენერგიის რეზერვი 75 კმ-ია, ხოლო 220 ვოლტიანი ქსელიდან სრულ დატენვას მხოლოდ ოთხი საათი სჭირდება.

ახალი Citroen My Ami Pop-ის შეძენა უკვე შესაძლებელია დიდ ბრიტანეთში. მოდელის ფასი 8 495 ფუნტიდან (10 453$) იწყება. მომხმარებელი ამ მოდელის შეძენას 2024 წლის პირველ კვარტალში შეძლებს. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები