კონცეპტუალური მიმართულებით, „ვისოლ ჯგუფი“ განსაკუთრებულად კარგადაა წარმოდგენილი და ეს არის მისი კონკურენტული უპირატესობაც, რადგან თავისი ბრენდების ქვეშ ავითარებს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ბენზინგასამართი სადგურები, სწრაფი კვების, ავტოტექმომსახურების ობიექტები და სუპერმარკეტები „სმარტის“ სახით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ განუცხადა.
მისივე თქმით, რებრედინგის შემდეგ ავტოგასამართი სადგურების კონცეფცია კიდევ უფრო განვითარდება.
„ჩვენ სამომავლოდ ქალაქგარეთ არსებულ ინფრასტრუქტურაში, ტრასებზე, თბილისსა და დიდ ქალაქებში წარმოდგენილი ვიქნებით უფრო კომბინირებული სადგურებითა და ინფრასტრუქტურით, რაც გულისხმობს „ვისოლთან“ ერთად სწრაფი კვების ობიექტების, სუპერმარკეტებს ქსელისა და ავტოტექმომსახურების ობიექტების განვითარებას.
ეს არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა და „ვისოლ ჯგუფი“ აერთიანებს ზუსტად ამ ტიპის სერვისებს, რომლებიც ასე მიმზიდველია და საინტერესო ჩვენი მომხმარებლისთვის“, - ამბობს ვასილ ხორავა.
რაც შეეხება ბენზინგასამართი სადგურების რაოდენობას, „ვისოლი“ ამ დროისთვის 130 სადგურითაა წარმოდგენილი.
როგორც ვასილ ხორავა განმარტავს, ბენზინგასამართი ქსელის განვითარება შესაძლოა, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოხდეს.
„კომპანიის განვითარება დამოკიდებული იქნება ახალი ჩქაროსნული მაგისტრალების განვითარებაზე. ახლა მიდის მშენებლობა რიკოთისა და კახეთის მიმართულებით, დასავლეთ საქართველოში გურია-აჭარის მიმართულებით, ზუსტად იქ გვაქვს ინტერესი, რომ ინფრასტრუქტურა ჩქაროსნულ ტრასებზე განვავითაროთ“,- განაცხადა ვასილ ხორავამ.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში