ტყავის აქსესუარების მწარმოებელი ქართული კომპანია „გეფერინი“ ჩინეთის ბაზარზე უკვე პირველი მაღაზიითაა წარმოდგენილი.
კომპანიის თანადამფუძნებლის ილია გეფერიძის თქმით, მაღაზიის გახსნისთვის პარტნიორი 2023 წლის ნოემბერში გამართულ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე მოიძიეს, რომელშიც კომპანია სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით მონაწილეობდა.
“გეფერინი” "აწარმოე საქართველოში" თანადაფინანსებით, 2018 წლიდან მუდმივად მონაწილეობს მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენებში მილანში, ჰონგ კონგსა და შანხაიში. სწორედ ამ გამოფენებიდან იქნა მოძიებული 5 საექსპორტო ქვეყანა, მათ შორის ყველაზე მსხვილი - ჩინეთი. 2018 წლის ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის შემდეგ (CIIE), პირველი ექსპორტი განვახორციელეთ ჩინეთში. “გეფერინის” პროდუქცია იყიდება საერთაშორისო ჩინურ პლატფორმაზე Tmall.com-ზე, რომელსაც ჩინეთის სამომხმარებლო ბაზრის 62% უჭირავს.
უახლესი შედეგი კი 2023 წელს, ისევ ამ გამოფენიდან გვაქვს - შევძელით პარტნიორის პოვნა, რომელმაც გახსნა ფიზიკური მაღაზია კუნძულ ხაინანზე, ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ქართული კომპანიების პოპულარიზაციისა და საექსპორტო ბაზრების განვითარებისთვის” - ამბობს გეფერიძე და დასძენს, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია და კომპანია ჩინეთის ბაზრის მაქსიმალურად ათვისებას გეგმავს.
“აწარმოე საქართველოში” დირექტორის, მიხეილ ხიდურელის თქმით, სააგენტო აქტიურად ეხმარება ადგილობრივ მეწარმეებს ექსპორტის მიმართულებით და წლიდან წლამდე აფართოებს მათი ხელშემწყობი პროგრამების არეალს.
“გვიხარია, რომ China International Import Expo 2023-ის შედეგებს სულ რამდენიმე თვეში უკვე ვხედავთ. ჩინური კომპანიების მხრიდან ქართული პროდუქციისადმი ინტერესი მზარდია, რასაც „გეფერინის“ შემთხვევაც ადასტურებს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში, ჩვენი მხარდაჭერით, კიდევ არაერთ ქართულ პროდუქტს ვიხილავთ ჩინურ ბაზარზე და საბოლოოდ, ეს ძალისხმევა ხელს შეუწყობს ექსპორტის დამატებით ზრდას და ახალი სავაჭრო კავშირების დამყარებას“, - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში