ჩინურმა კომპანია Betavolt Technology-მა სმარტფონისთვის ბირთვული ელემენტი შექმნა, რომელიც დატენვის გარეშე 50 წელი იმუშავებს.
მონეტაზე პატარა ელემენტს შეუძლია მუდმივი ენერგიის გამომუშავება ნახევარი საუკუნის განმავლობაში. სავარაუდოდ, ის ბაზარზე უახლოეს მომავალში გამოჩნდება. სამომავლოდ, ასეთი ბირთვული ელემენტებით დრონები შეძლებენ თითქმის განუსაზღვრელი დროით დარჩნენ ჰაერში, ხოლო მობილური ტელეფონების დამუხტვა აღარასოდეს იქნება საჭირო - ამტკიცებენ კომპანიაში. ვინაიდან ბირთვული მინი-ელემენტები სრულიად უვნებელია, მათი დაყენება ასევე შესაძლებელია მიკრორობოტებში, სამედიცინო მოწყობილობებში, იმპლანტებში, პროცესორებში ან სენსორებში.
აღნიშნული ელემენტის უპირატესობა არის ისიც, რომ უკიდურესი სიცივე და სიცხე მას არ აზიანებს. ის არ არის აალებადი და არ აქვს საშიში გამოსხივება. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ ბირთვული მასალა მთლიანად დაიშლება, ამიტომ ნარჩენების პრობლემა არ წარმოიქმნება.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში