,,სახე-დარი“ ვირის ფერმის გაფართოების პროექტზე მუშაობს. კომპანია ცდილობს ინკუბატორის მოწყობას, რომ ცოცხალი ვირის ექსპორტი წამოიწყოს, რაშიც სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედი აქვს. მთავარ საექსპორტო პარტნიორად ჩინეთი განიხილება, რომელიც მზადაა, საქართველოდან ყოველწლიურად 4000 ვირის იმპორტისთვის.
როგორც კომპანია ,,სახე-დარის“ დამფუძნებელი თემურ ლომიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, ჩინეთში მაქსიმალურად ცდილობენ წარმოების მაქსიმალურად ათვისებას და ყველა პროდუქტის დამზადებას, რაც შეიძლება ვირის რძისგან იწარმოებოდეს. მთავარი მოთხოვნა კი ცოცხალ პირუტყვზეა, სტაბილური მოწოდებისთვის კომპანიას ფერმის გაფართოება და ინკუბატორის მოწყობა უწევს, რაშიც ფერმერს მთავრობის მხარდაჭერის იმედი აქვს.
„ჩინეთიდან ძირითადად ცოცხალ პირუტყვზეა მოთხოვნა. წლიურად მინიმუმ 4000-მდე ვირის გაყვანას გეგმავენ, ამ მოცულობით მიწოდების უზრუნველყოფა რეალურად შეუძლებელია. უახლოეს პერიოდში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი ჩინეთში მიემგზავრება, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ვირის ექსპორტია.
გვაქვს შემოთავაზება, რომ მოეწყოს ინკუბატორი, რაც დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული. ექსპორტზე გარკვეული მიღწევები გვაქვს, თუმცა მასშტაბური მიწოდების საშუალება ჯერჯერობით არ არის. ,,სახე-დარის“ პროდუქცია გაგვაქვს აშშ-ს ბაზარზე, ძირითადად რძის ფხვნილი და კოსმეტიკური ხაზით არიან დაინტერესებულია“, - ამბობს თემურ ლომიძე.
რაც შეეხება ქართულ ბაზარს, როგორც ფერმერი აღნიშნავს, ძირითადად ფარმაცევტული ხაზი ვითარდება, საკვებ მრეწველობაში ვირის რძე და ყველი იშვიათად გამოიყენება.
ვირების ფერმა „სახე-დარი“ გარდაბნის რაიონის სოფელ სააკაძეში 20-30 ჰა ტერიტორიაზე 2016 წელს დაფუძნდა და წლიურად 700-800 ლიტრ ვირის რძეს აწარმოებს. ფერმაში ამ დრომდე 120 ვირი ჰყავთ. კომპანიის ხელმძღვანელის გათვლით, ინკუბატორის მოსაწყობად საინვესტიციო თანხის მოცულობა 2,5 მილიონ ლარს შეადგენს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება