USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Business Insider Georgia მრჩეველთა საბჭოს ქმნის

Business Insider Georgia მრჩეველთა საბჭოს ქმნის

2023-07-12 21:26:13

Business Insider Georigia მრჩეველთა საბჭოს ქმნის, რომლის წევრებიც არიან: ჯემალ ინაიშვილი, თბილისის დრაი პორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი, ნიკა გამყრელიძე კერძო ინვესტორი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ყოფილი გენერალური დირექტორი, მაგდა მაღრაძე ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე ძნელაძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ჯეჯელავა, ფლომასტერის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მრჩეველთა საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრას სასტუმრო პულმანი მასპინძლობდა.

 

მრჩეველთა საბჭოს შეიმუშავებს წინადადებებს, რჩევებსა და რეკომენდაციებს Business Insider Gerorgia-ს საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად, რომელიც დაკავშირებულია პოზიციონირებასთან, მართვასთან,  პარტნიორებთან ურთიერთობასა თუ ახალი პარტნიორების ძიების საკითხთან. მრჩეველთა საბჭო ასევე იხილავს და აფასებს ორგანიზაციის მენეჯმენტის მხრიდან წარმოდგენილ ანგარიშს სტრატეგიული ხედვიდან გამომდინარე განხორციელებული საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების ეფექტინობის შესახებ.

 

"მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან დღემდე, არასრული 5 თვის განმავლობაში ჩვენ უკვე გვყვავს 15 ათასზე მეტი უნიკალური მომხმარებელი დღეში, 115 ათასამდე გამომწერი ჩვენს Facebook გვერდზე, უკვე 25 მდე პარტნიორი ორგანიზაცია და ყოველდღიურად დინამიური ციფრი ყველა დასახელებული მიმართულებით, რაც ერთის მხრივ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ხოლო მეორე მხრივ ეს დიდ პასუხიმგებლობას გვანიჭებს ჩვენი მომხმარებლებისა და პარტნიორების წინაშე. ამასთან, ყველა დასახელებული ციფრი ჩვენთვის მხოლოდ ერთი ეტაპის გავლა და მხოლოდ საწყისი მაჩვენებელია. შესაბამისად, Business Insider Georgia-ს გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება მრჩეველთა საბჭოს შექმნის შესახებ, ვინაიდან ჩვენ შემდეგი განვითარებისათვის ერთის მხრივ, აუცილებლად გვჭირდება მუდმივი და კვალიფიციური რჩევები, ხოლო მეორე მხრივ, გვჭირდება ეფექტიანობის ანგარიშვალდებულება მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალების წინაშე. მინდა განსაკუთრებული მადლობა მოვუხადო ყველა დღეს უკვე ჩვენს მრჩეველს, თანხმობისა და იმ აქტიური ჩართულობისათვის, რომელიც Business Insider Georgia-ს გუნდს მუდმივად ფორმაში ყოფნისკენ და განვითარებაზე ორიენტირებისკენ უბიძგებს" - განაცხადა Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები