USD 2.8224

EUR 2.9418

TRY 0.0786

GBP 3.5382

RUB 0.028728

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 20.8%-ით გაიზარდა - 2022 წლის სტატისტიკა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 20.8%-ით გაიზარდა - 2022 წლის სტატისტიკა

2023-10-03 11:12:34

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2022 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.8 პროცენტით გაიზარდა და 181.8 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2022 წელს მისი მოცულობა 71.8 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 24.6 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022 წელს მთლიანი ბრუნვის 65.5 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 16.1 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 18.3 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 48.6 პროცენტი, საშუალოზე - 23.7 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 27.7 პროცენტი.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2022 წელს 101.4 მლრდ. ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 65.8 მლრდ. ლარი შეადგინა. 
საქონლისა და მომსახურების მთლიანი ყიდვები 24.6 პროცენტით, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვები 27.0 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებლებზე. 2022 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 779.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 4.7 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.1 პროცენტი ქალია, ხოლო 56.9 პროცენტი - კაცი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები