სამხრეთ კავკასიაში პირველი სერტიფიცირებული საწარმო „ბიოდიზელი ჯორჯიას“ დირექტორი მურმან პატარაია Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ ბიოდიზელის 98% ექსპორტზე გააქვთ.
კომპანია 2024 წელს საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს. განიხილება ბიოდიზელის ექსპორტი შვეიცარიასა და ჩეხეთში.
„მოთხოვნა ბიოდიზელზე მუდმივად მზარდია. ფასი მცურავია. პროდუქტი თუ ხარისხიანია იყიდება. ექსპორტზე გაგვაქვს პორტუგალიაში, ესპანეთში, პოლონეთში, გერმანიაში და ნიდერლანდებთან ვმუშაობთ. ეს ქვეყნებია და სადაც მიმღები პარტნიორი საუკეთესო ფასს დააფიქსირებს იმ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. საექსპორტო ბაზრების გაფართოებას ვგეგმავთ, შვეიცარიას განვიხილავთ აქტიურად. შესაძლოა, დაგვემატოს ჩეხეთის მიმართულება. თუმცა რა ბაზრებიც არის ჩვენი წარმოების სიმძლავრიდან გამომდინარე ჩვენთვის ესეც საკმარისია“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე, საქართველოში ბიოდიზელზე მოთხოვნა დაბალია, რადგან ამ საკითხს შესაბამისი კანონმდებლობა არ არეგულირებს. .
„ევროკავშირში არის ვალდებულება, რომ მოხდეს ნავთობდიზელისა და ბიოდიზელის ბლენდირება. არის სპეციალური აბრივიტურა B5 – 5% -95% ნავთობდიზელი, ბიოდიზელი, B10 – 10% ბიოდიზელი - 90% ნავთობდიზელი. ასევე არის B20, B100, რომელიც 100%-ით ბიოდიზელია. ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურთან რომ გაჩერდეთ ევროკავშირში, თუ თქვენი ავტომობილის ძრავა მუშაობს დიზელზე, საწვავში, რომელიც იქ იყიდება ბიოდიზელის 7% უკვე შერეულია. ამას ორი მიზეზი აქვს: ერთია, გარემოზე დადებითი ზემოქმედება, (ბლენდირება გარემოზე დადებითად ზემოქმედებს) და მეორე დადებითი გავლენა აქვს ავტომობილზე. თუ ჩვეულებრივი ნავთობდიზელი თავისი ბუნებით ხისტია, ბიოდიზელი დამარბილებელ ეფექტს აძლევს და ძრავა ნაკლებად ზიანდება. აქედან გამომდინარე ორივე ეფექტი მნიშვნელოვანია. საქართველოში მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა დაგვაქვს მოლოდინი, რომ კანონმდებლობა ამ მიმართულებით ჰარმონიზირდება“, - ამბობს მურმან პატარაია.
იგივე თემაზე:
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება