USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბელორუსი რუსულ გაზს მსოფლიოში ყველაზე დაბალ ფასად შეიძენს

ბელორუსი რუსულ გაზს მსოფლიოში ყველაზე დაბალ ფასად შეიძენს

2023-06-27 09:15:40

ბელორუსიასა და გაზპრომს შორის გაფორმებული ძირითადი შეთანხმება რუსული გაზის გარანტირებულ მოცულობებზე 2031 წლამდეა გათვლილი.

რუსეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ამ პერიოდში რუსული გაზის ფასი მინსკისთვის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დაბალი იქნება.

ამის შესახებ დიმიტრი კრუტოიმ რუსეთში ბელორუსის ელჩის რანგში პირველ ინტერვიუში განაცხადა.

„გაზპრომთან ძირითადი გრძელვადიანი შეთანხმება რესპუბლიკისთვის გაზის მიწოდების გარანტირებული მოცულობის შესახებ მოქმედებს 2031 წლამდე. ამიტომ, აქ პრობლემები არ არის... და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ბელორუსი, გაზპრომთან გრძელვადიანი კონტრაქტით გაზს მესამე ქვეყნებისთვის განსაზღვრული ტარიფებით  ყევლაზე იაფად შეიძენს“, - განაცხადა კრუტოიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის ძირითადი პირობა, რომელსაც ორი ქვეყნის მთავრობები დაიცავენ .

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები