უხვი ნალექისა და შტორმის შედეგად ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლი და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის ნაწილი დაიტბორა.
შტორმის სიმძლავრე 8 ბალს აღემატება.
ბულვარის სანაპიროს გარკვეულ პერიმეტრზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ადგილზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურებისა და ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, დაწყებულია სალიკვიდაციო სამუშაოები. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და სრული სალიკვიდაციო სამუშაოები, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დაიწყება.
„მოვუწოდებთ მოსახლეობას, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თავი შეიკავონ ზღვის სანაპირო ზოლში გადაადგილებისგან“, - განმარტავენ ბათუმის მერიაში.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში