USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმის წყალს ახალი ტარიფი დაუდგინდა

ბათუმის წყალს ახალი ტარიფი დაუდგინდა

2024-01-26 14:42:00

ბათუმის წყალს ახალი ტარიფი დაუდგინდა. კომპანიის განმარტებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებით, 2024 წლის 1 იანვრიდან შეიცვალა წყლისა და წყალარინების ტარიფები, რომელიც ძირითადად ვრცელდება არასაყოფაცხოვრებო, კომერციულ ობიექტებზე. 

ტექნიკური ხასიათის ცვლილებები განხორციელდა საყოფაცხოვრებო გამრიცხველიანებულ ტარიფზე, რის შედეგადაც წყლის ახალი ტარიფი უმნიშვნელოდ - 0.00826 (ლარი/მ3)_ით შეიცვალა.  

უცვლელი დარჩა საყოფაცხოვრებო ტარიფი სულადობით, რომელიც 2.62 (ლარი/მ3)-ს შეადგენს.

არასაყოფაცხოვრებო, კომერციული ობიექტის ტარიფი გაიზარდა 00.10 ლარით, კერძოდ: წყალი - 3.34058, წყალარინება - 2.52874, სულ - 5.86932 (ლარი/მ3).

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები