ბათუმის სტადიონმა, ქალაქ მაიამიში გამართულ FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა.
„ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან აღიარებას! წინ არაერთი გამარჯვება გველის!“- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე Facebook-ზე წერს.
მანამდე, ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების პროექტების პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე - FIABCI-Georgia 2022 წელს საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გაიმარჯვა, შემდეგ კი სტადიონი მსოფლიო ჯილდოზე წარადგინეს.
აშშ-ში, მაიამიში FIABCI-ის (უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაცია) რიგით 73-ე მსოფლიო კონგრესი 5-9 ივნისს გაიმართა.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში