USD 2.794

EUR 2.901

TRY 0.0776

GBP 3.4794

RUB 0.02884

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია იწყება

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია იწყება

2023-11-14 09:58:03

ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, რომელიც KfW-ის შეღავათიანი სესხისა და გრანტის ფარგლებში ხორციელდება, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და საკონსულტაციო კომპანია მაქსის მენეჯერმა მატიას ჰიტცელმა თანმხლები ზომების საკონსულტაციო მომსახურების თაობაზე ხელშეკრულება გააფორმეს.

ხელშეკრულების თანახმად, ყველა საკონსულტაციო აქტივობა განხორციელდება პროექტის აღმასრულებელ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ასევე, გათვალისწინებული იქნება პროგრამის მიზნები და KfW ბანკის შესაბამისი მითითებები.

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს:

• ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, ა და ბ სატუმბი სადგურების გაფართოებას

• აეროპორტის, ინდუსტრიული და კახაბრის დასახლებების წყალარინების სისტემების მოწყობას

• ინჯალოს წყლის სამარაგო რეზერვუარის, წყალსადენის და სასმელი წყლის მკვებავი ხაზის მშენებლობას

• მეჯინისწყლის ჭაბურღილების წარმადობის გაზრდას

• ჩაქვისწყლის სათავე ნაგებობისა და ჩაქვის გადამცემი მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაციას

• ხელვაჩაურისა და აეროპორტის წყალმომარაგების ქსელის მოწყობას.

პროექტის ღირებულება 80 მლნ ევროს შეადგენს.

მატიას ჰიტცელი - საკონსულტაციო კომპანია მაქსის მენეჯერი:

„ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზა საკმაოდ კომპლექსური პროექტის ნაწილია. მნიშვნელოვანია მასში ჩართული მხარეების, კონკრეტულად - განმახორციელებლების გაძლიერება, რაც მიღწეული იქნება საკონსულტაციო გუნდის მხრიდან შესაბამისი ტრენინგებით და ქოუჩინგით, რათა ბათუმის წყლის სამუშაო გუნდის პოტენციალი კიდევ უფრო გაძლიერდეს და მიმართული იქნას იმისთვის რომ მზაობით განახორციელონ ეს პროექტი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები