USD 2.794

EUR 2.901

TRY 0.0776

GBP 3.4794

RUB 0.02884

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაკურიანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

ბაკურიანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

2023-11-02 08:47:48

ბაკურიანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პარკის საერთო ფართობი 8 ჰექტარია. პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად

რეკრეაციულ პარკში შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს გახდის პარკში დროის გატარებას, როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ისე დაბის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის

განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია შშმ პირებისა და საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლების საჭიროებებზე

პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელა, პროექტის ღირებულება 10.2 მილიონი ლარია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები