USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით გაზის ტრანსპორტირება გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით გაზის ტრანსპორტირება გაიზარდა

2023-09-14 16:58:36

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანში მაგისტრალური გაზსადენებით 27 109,8 მლნ კუბური მეტრი გაზი გადაიზიდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6,2%-ით მეტია.

აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით გაზის ტრანსპორტირების 53,8% სამხრეთ კავკასიის ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით განხორციელდა.

საანგარიშო პერიოდში მილსადენით 14 589,9 მლნ კუბური მეტრი გაზი გადაიზიდა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 8,4%-იანი ზრდაა.

ცნობისათავის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენი, რომელიც სამხრეთ კავკასიური გაზსადენის სახელითაც არის ცნობილი, „შაჰდენიზის” საბადოდან აზერბაიჯანული გაზის ექსპორტირების მიზნით აშენდა. მილსადენი სათავეს ბაქოს ტერმინალთან ახლოს იღებს და საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთის ქალაქ ერზრუმში მთავრდება, სადაც გაზის განმანაწილებელი კვანძი მდებარეობს. მილსადენი 2006 წლის ბოლოდან ფუნქციონირებს  და მისი გავლით ’„შაჰდენიზის“ საბადოდან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ხდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები