აზერბაიჯანში ოქროს, პლატინისა და ალმასის ნაწარმის იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გათავისუფლების ვადა კიდევ 3 წლით გახანგრძლივდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ეს ასახულია „საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტში.
ცვლილების მიხედვით, ქვეყანაში შემოტანილი ოქროსა და პლატინისგან დამზადებული სამკაულები და სხვა პროდუქცია, ასევე დამუშავებული, დახარისხებული, ჩარჩოიანი და დაყენებული ბრილიანტი, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 6 წლის ვადით გათავისუფლდება აქციზის გადასახადისგან.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში