USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
AVTANDIL- მა საზღვაო სეზონის მოყვარულებისთვის ახალი კოლექცია შექმნა

AVTANDIL- მა საზღვაო სეზონის მოყვარულებისთვის ახალი კოლექცია შექმნა

2023-06-19 20:00:29

მოდის ინდუსტრიის წამყვანმა ბრენდმა AVTANDILI-მ საზღვაო სეზონის კოლექციაზე მუშაობა დაასრულა.

როგორც ბრენდის დამფუძნებელი, დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე Business Insider Georgia-თან ამბობს, გაკეთდა ახალი კოლექცია, რომელიც საქართველოში ბრენდ-მაღაზიაში იქნება წარმოდგენილი.

„ახალი კოლექცია საკმაოდ მრავალფეროვანი და დატვირთულია, მათ შორის საზღვაო ნიმუშები, რასაც ჩვენი მომხმარებელი განსაკუთრებით ელოდა. ეს არის ძალიან თხელი ბამბის და ნატურალური მაქმანებით შექმნილი კოლექცია, რომელიც ზაფხულის დასვენებას უფრო შთამბეჭდავს გახდის. ახალი ნახატებით იქნება წარმოდგენილი საზღვაო თემატიკა, საცურაო არ არის - უფრო მოსაცმელები, მაისურები, შორტები და სხვა, რაც უხდება ზღვას და საკურორტო დასვენებას. ვფიქრობთ ფასი მისაღები, დღევანდელ მდგომარეობასთან შესაბამისია, რაც მაქსიმალურად მოვინდომეთ“ - ამბობს ავთანდილ ცქვიტინიძე.

გარდა ამისა, როგორც დიზაინერი ამბობს, რომ 1 წელი შესრულდა ყაზახეთში, ალმათში მაღაზიის გახსნიდან, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მომხმარებელს სპეციალურ აქციას შესთავაზებენ. ავთანდილის თქმით, გლობალური პროცესებიდან გამომდინარე, მოდის ინდუსტრიაში ძნელია გრძელვადიანი გეგმის განხორციელება, ამიტომ არჩიეს მცირე გეგმებზე მუშაობა, რაც სტაბილურობის შესანარჩუნებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა ბიზნესი მიმდინარე პერიოდს უნდა მოერგოს, გრძელვადიანი გეგმით ცხოვრების ეპოქა დამთავრდა, გლობალურმა პროცესებმა ეს ტენდენცია გამოკვეთა, ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ, პატარა გეგმებით მივიწევთ წინ და მდგრად განვითარებას ვაგრძელებთ.

„ავთანდილის“ პირველი ხაზის კოლექცია ძალიან წარმატებულია და კარგად იყიდება ნიუ-იორკში, ტოკიოში, პარიზში, მილანში, საუდის არაბეთსა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.

რაც შეეხება მეორე ხაზს -,,ავთანდილ 73-ს”, მაქსიმალურად ვცდილობთ, საქართველოში წარმოდგენილ ნიმუშებზე ფასი დავიჭიროთ, რაც სავალუტო რყევების ფონზე დიდი გამოწვევაა. ჩვენთვის ეს ძალიან მტკივნეული თემაა, რადგან ნედლეული სხვა ქვეყნებიდან შემოგვაქვს.

ამიტომ ვცდილობთ არ გავაძვიროთ, სადამდეც გამოგვივა. გარშემო ყველაფერზე მატულობს ფასი, ლარის კურსი თუ გაუფასურებას განაგრძობს, სავარაუდოდ ფასების გაზრდა მოგვიწევს, მაგრამ ამაზე წინასწარ ადრეა ლაპარაკი, ამ ეტაპზე საფასო ცვლილებას არ ვგეგმავთ. ყოველთვის ვცდილობ, საქმე ვაკეთო გულით, არ ვიჩქარო და ძალიან არ გავკომერციულდე“, - ამბობს ავთანდილ ცქვიტინიძე.

მოდის სახლი ,,ავთანდილი“ 2000 წელს შეიქმნა, რომლის მთავარი დიზაინერი და დირექტორი ავთანდილ ცქვიტინიძეა.

AVTANDILI - ის კოლექციები 6 პერსონალურ და მთელს მსოფლიოში, 120-ზე მეტ კონცეპტუალურ მაღაზიაშია განთავსებული, მათ შორის, პარიზსა და მილანში.

„ავთანდილი“ პრესტიჟულია ყველა თაობის მომხმარებლისთვის. ბრენდი საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი. ცნობისთვის, 2022 წელს ქვეყნიდან 139.688 მლნ დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა. AVTANDILI ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორს წარმოადგენს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები