საქართველოში ავოკადოს ერთადერთმა ბაღმა ზამთარს ვერ გაუძლო.
Geonuts Company-ს დირექტორი, ფერმერი რეზო ჩიტაძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ მეურნეობას ექსპერიმენტის სახე ჰქონდა რომელმაც სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ გაამართლა.
მისი თქმით, საქართველოში ავოკადოს წარმოება კლიმატური პირობებიდან გამომდინარე რისკიანია და მისი კომპანიის მაგალითიდან გამომდინარე არ გაამართლა.
„პირველივე ზამთარი რთული აღმოჩნდა ავოკადოსთვის, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. 2022 წელს უამინდობის გამო ავოკადოს ნარგავების 50% გახმა. გავრისკეთ და საკმაოდ ვიზარალეთ. გვეგონა, ჩვენს პირობებში მოვლას შევძლებდით, ცდა არ დაგვიკლია. ყინვის საწინააღმდეგო ყველა ზომა გავატარეთ, რაც საჭირო იყო, მაქსიმალურად დავიცავით რეკომენდაციები, თუმცა ავოკადოს ბაღის გადარჩენა ვერ მოვახერხეთ“.
რეზო ჩიტაძის ინფორმაციით, ავოკადოს ნერგები სრულად გახმა და ალტერნატივა უკვე იპოვეს და სხვა მცენარით ჩაანაცვლებენ.
ცნობისთვის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ეგზოტიკური ხილის, ავოკადოს პირველი, საცდელი მეურნეობა 2021 წელს შეიქმნა. ინვესტიცია ქართულმა კომპანიამ Geonuts Company განახორციელა, რისთვისაც 6 ჰექტარზე 3 500 ნერგი დარგო. თუ კომპანია ბაღის შენარჩუნებას შეძლებდა პირველი მოსავალი 4 წელიწადში უნდა მიეღო, ხოლო ავოკადოს სრულ მსხმოიარობას 6 წელი სჭირდება.
რაც შეეხება ფასს, ავოკადოს 1 ნერგი ევროპაში საშუალოდ 13-15 ევრო ღირს. ხოლო ნაყოფის ღირებულება 3-დან 5 ევრომდე მერყეობს. თბილისის სუპერმარკეტების ქსელებში 1 კგ. ავოკადოს ფასი 10-14 ლარის ფარგლებში მერყეობს.
იგივე თემაზე:
გურიაში, ავოკადოს ერთადერთი ბაღის 50% უამინდობამ გაანადგურა - Geonuts Company-ი
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში