USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ასოციაცია აგრძელებს თანამშრომლობას ეროვნულ ბანკთან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საერთაშორისო სანქციების შესრულება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში - ალექსანდრე ძნელაძე

ასოციაცია აგრძელებს თანამშრომლობას ეროვნულ ბანკთან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საერთაშორისო სანქციების შესრულება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში - ალექსანდრე ძნელაძე

2023-09-20 22:57:00

საქართველოს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, საქართველოს საბანკო სექტორი განუხრელად იცავს და მომავალშიც დაიცავს საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

,,საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობის გარანტს, საერთაშორისო საფინანსო სექტორის განუყოფელ ნაწილს და მოქმედებენ გამჭვირვალობის პრინციპებით. საქართველოს საბანკო სექტორი განუხრელად იცავს და მომავალშიც დაიცავს საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ამჟამად საქართველოს საბანკო ასოციაცია აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს ეროვნულ ბანკთან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საერთაშორისო სანქციების შესრულება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში", - აცხადებს ძნელაძე.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები