ქვეყანა პირველად გამოჩნდა საერთაშორისო რუკაზე, ასე აფასებს ალდაგისთვის საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის მინიჭებას კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი. როგორც Business Insider Georgia-თან საუბრისას ადლაგის ხელმძღვანელმა განმარტა, დაზღვევა ნდობაზე დაფუძნებული ბიზნესია და აღნიშნული საერთაშორისო აღიარების შემდეგ კომპანიის და ინდუსტრიის ნდობა კიდევ უფრო გაიზრდება
„აქამდე საქართველოდან არც ერთ კომპანიას საერთაშორისო რეიტინგი არ ქონია. დღეს რეიტინგი ქართულ კომპანიას მსოფლიოს უდიდესმა სარეიტინგო კომპანია AM BEST-მა მიანიჭა, რომელიც მსოფლიოში 16 ათას კომპანიას ანიჭებს რეიტინგს, რაც რეალურად ქვეყნის ინდუსტრიის აღიარებაა.
ზოგადად დაზღვევა არის ნდობაზე დაფუძნებული ბიზნესი. შესაბამისად ეს გამოიწვევს ნდომის გაზრდას და კიდეც უფრო მეტი მომხმარებელი ენდობა ინდუსტრიას და ალდაგს. ინდუსტრიისთვის დიდი გამოწვევაა, რომ ნდობა გაიზარდოს“, - აღნიშნა გიორგი ბარათაშვილმა.
ალდაგის გენერალური დირექტორის თქმით, რეიტინგის გადახედვა მოხდება წელიწადში ერთხელ.
„სარეიტინგო კომპანია სრულად ამოწმებს ფინანსურ მდგომარეობას და მდგრადობას, შესაბამისად მხოლოდ ამის შემდეგ ანახლებს რეიტინგს. ვისურვებდი, რომ მეტმა ქართულმა კომპანიამ მიიღოს საერთაშორისო რეიტინგი“, - აღნიშნა ბარათაშვილმა.
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ AM BEST ალდაგს გლობალური რეიტინგი მიანიჭა. ამით ალდაგიგახდა პირველი ქართული სადაზღვევო კომპანია, რომელსაც საერთაშორისო რეიტინგი ექნება.
AM Best-ის გუნდმა შეაფასა კომპანიის საკრედიტო ისტორია, ფინანსური მდგომარეობა, ვალდებულებების დაფარვის ისტორია, გადახდისუნარიანობა და ფინანსური სიჯანსაღე. აღსანიშნავია, რომ გლობალური რეიტინგით, ალდაგი გახდა პირველი სადაზღვევო კომპანია საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს ისეთი კომპანიების გვერდით, როგორებიცაა Allianz, Hannover Re, Axis, Swiss Re, Scor.
AM Best-ის დამოუკიდებელი შეფასებით ალდაგს აქვს რისკებზე მორგებული კაპიტალიზაციის უმაღლესიდონე, რომელიც AM Best-ის კაპიტალის ადეკვატურობის მოდელით იზომება. გარდა ამისა, შეფასების დროს გათვალისწინებული იყო ალდაგის ლიკვიდური საინვესტიციო პორტფელი და ფინანსურად ძლიერი საერთაშორისო გადამზღვევლებისგან შემდგარი გადაზღვევის პანელი. მნიშვნელოვანი როლი ასევე ითამაშა წარმატებული ანდერრაიტინგის პოლიტიკის მრავალწლიანმა ისტორიამ.
AM best 1899 წელს დაფუძნებული გლობალური საკრედიტო სარეიტინგო კომპანიაა, რომელიც სპეციალიზირდება სადაზღვევო საქმიანობაზე და წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში, რეგიონული ოფისებით ლონდონში, ამსტერდამში, დუბაიში, ჰონკონგში, სინგაპურსა და მეხიკოში. AM Best, გლობალურად, დაახლოებით 16,000 სადაზღვევო კომპანიის კრედიტუნარიანობას აფასებს.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში