USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ალტე უნივერსიტეტი და Business Insider Georgia ფინანსური განათლებისა და კვლევების მიმართულებით თანამშრომლობას იწყებენ

ალტე უნივერსიტეტი და Business Insider Georgia ფინანსური განათლებისა და კვლევების მიმართულებით თანამშრომლობას იწყებენ

2023-09-02 00:09:01

Business Insider Georgia-სა და ალტე უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა რამაზ კუკულაძემ და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების გაღრმავებისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი აქტივობების ინიცირებას, რომელიც მოიცავს სხვადასხვა საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტის, კონფერენციის, ვორქშოფის, სემინარის, ტრენინგისა და დისკუსიის ერთობლივად დაგეგმვა-განხორციელებას, მათ შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროდუქტების შემუშავებას.

თანამშრომლობის ფარგლებში Business Insider Georgia უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებას, განსაკუთრებით ფინანსური განათლებისა და Insider Weekend-ის მიმართულებით. ამავდროულად, Business Insider Georgia-ს ახალი მიმართულების  Business Intelligence & Analytics ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი პროექტების განხორციელება ბიზნესის, ეკონომიკის, განათლების კვლევების მიმართულებით. შესაბამისად, გათვალისწინებულია ერთობლივ პროექტებში  უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ჩართულობაც.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები