სამშენებლო-დეველოპერული სექტორის ლიდერი კომპანია “ალიანს ჯგუფი”, ამ ეტაპზე რამდენიმე მულტიფუნქციურ, მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. უახლესი კომპლექსი, რომლის Presale შეთავაზებაც “ალიანსმა” ახლახანს დაანონსა, “ალიანს რენესანსია”.
„ალიანს რენესანსი“ მორიგი ინოვაციური, კავკასიაში პირველი საინვესტიციო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროექტია, რომელიც საქართველოს კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ქობულეთში, სანაპიროს პირველ ზოლში, ზღვიდან 30 მეტრში მდებარეობს.
მულტიფუნქციური კომპლექსი საერთო პოდიუმით აკავშირებს A, B და C თაურებს, ისევე როგორც თანამედროვე სტანდარტის საინვესტიციო აპარტამენტებს, დამოუკიდებელ, 14-სართულიან სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრსა და 15 სახეობის უნიკალურ, თერაპიული პროცედურის სივრცეს, რითაც აერთიანებს 3 ძირითად მიმართულებას: საინვესტიციოს, სპორტულსა და გამაჯანსაღებელს.
რეგიონული მნიშვნელობის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. კომპლექსი იდეალურად ერწყმის ქობულეთის ბუნებრივ ლანდშაფტს და აგრძელებს ქალაქის ისტორიულ, კლიმატურ-ბალნეოლოგიურ ისტორიას.
გამაჯანსაღებელი კომპონენტებითა და თერაპიების მრავალფეროვნებით დივერსიფიცირებულ “ალიანს რენესანსში” ინტეგრირებული იქნება ისეთი ტიპის პროგრამები, როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული, გასტროენტეროლოგიური, ნერვული, საყრდენ-მამოძრავებელი, დერმატოლოგიური, ესთეტიკური, ნუტრიციოლოგიური, პოსტ-ტრავმატული.
„ალიანს რენესანსის“ მთავარი ინფრასტრუქტურული კომპონენტები:
გარე სივრცის კომპონენტები:
შიდა სივრცის სპორტული კომპონენტები:
სქაიდაივინგი, Citywave სერფინგი, Climbing სივრცეები, კედლის ჩოგბურთი (Squash).
კერძო სანაპირო და ზღვის აქტივობები:
„ალიანს რენესანსი“, გონივრული ინვესტიციის განხორციელების გარდა, კომპლექსის მაცხოვრებლებსა და ვიზიტორებს, იშვიათი თერაპიებისა და პროცედურების ერთ სივრცეში ჩატარების შესაძლებლობას მისცემს.
„ალიანს რენესანსის“ უნიკალური ლოკაცია, უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული კომპონენტები, სპორტული და ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების ნაირსახეობა, მოიზიდავს ველნეს მაღალშემოსავლიან ტურისტებს, ხელს შეუწყობს კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ქობულეთის პოპულარიზაციასა და ველნეს ტურიზმის წინ წამოწევით, ეკონომიკის განვითარებას რეგიონში“, - განმარტავენ „ალიანს ჯფუფში“.
გარდა ამისა, კომპანია აქტიურად განაგრძობს მასშტაბური კომპლექსების ინტეგრირებას ბათუმსა და თბილისში:
როგორც Business Insider Georgia-ს „ალიანს ჯგუფმა“ განუცხადა, „ალიანს ცენტროპოლისი“ რეგიონის ყველაზე მულტიფუნქციური პროექტია, რომელიც ერთ სივრცეში მაღალი კლასის საინვესტიციო აპარტამენტებს, რეგიონის პირველ მსოფლიო სავაჭრო ცენტრსა (WTC) და მის საგამოფენო სივრცეს, 5* სასტუმრო ბრენდ Hyatt Centric Boulevard Batumi-ს და 24 ინფრასტრუქტურულ კომპონენტს აერთიანებს.
კომპლექსი საქართველოს ტურისტულად ყველაზე მიმზიდველ ქალაქ ბათუმში, სანაპიროს პირველ ზოლში, ზღვიდან 50 მეტრში მდებარეობს. მულტიფუნქციური რეგიონული ჰაბი, საერთო პოდიუმით დაკავშირებულ 3 - A, B და C თაუერებს მოიცავს და აერთიანებს გლობალური მნიშვნელობის ბიზნეს და სტუმარმასპინძლობის ინფრასტრუქტურას, ხოლო მისი ჯამური საინვესტიციო ღირებულება, 380 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
“პარამეტრული არქიტექტურის მქონე პროექტი, ყველაზე მულტიფუნქციური კომპლექსია კავკასიის რეგიონში და გლობალურ ბრენდებთან თანამშრომლობით, თუ მასშტაბური ინფრასტრუქტურით, უზრუნველყოფს როგორც პროექტის, ასევე ქალაქის არასეზონურ, მუდმივ დატვირთულობას, რითაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო კომპანიების კონცენტრაციას ქართულ ბაზარზე“ - განმარტავენ „ალიანს ჯგუფში“.
World Trade Centre
აღსანიშნია, რომ „ალიანს ცენტროპოლისი“ რეგიონში პირველი პროექტია, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრს (WTC) უმასპინძლებს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია საერთაშორისო პრემიუმ ბრენდებს აერთიანებს და ქმნის გლობალური კავშირების ეკოსისტემას.
წლის განმავლობაში, World Trade Centre-ის სივრცე 6000-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციასა და ფორუმს აორგანიზებს, რაც მკვეთრად ზემოქმედებს კომპლექსების დატვირთულობაზე და ხელს უწყობს პროექტის მუდმივ დატვირთულობას.
Hyatt Centric Boulevard Batumi
მსოფლიოში წამყვანი, ამერიკული სასტუმროს ბრენდია, რომელიც მართავს და ფლობს 1150-ზე მეტ სასტუმროს, 6 კონტინენტის, 71 ქვეყანაში.
Hyatt Centric Boulevard Batumi, რომელიც „ალიანს ცენტროპოლისში“ განთავსდება, რეგიონული მნიშვნელობის კომპლექსში საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ, მაღალი დონის სერვისებსა და ინფრასტრუქტურას გააერთიანებს ერთ სივრცეში და დაუვიწყარ სტუმარმასპინძლობის გამოცდილებებს შექმნის როგორც დამსვენებლებისთვის, ასევე მაცხოვრებლებისთვის.
“ალიანს ჯგუფის” მორიგი მასშტაბური პროექტი „ალიანს ჰაილაინი“, თბილისის არქიტექტურული ლენდმარკია, რომელიც ქალაქის ყველაზე მოძრავ და დინამიკურ ნაწილში, ვაკე-საბურთალოს გასაყარზე მდებარეობს.
მასშტაბური, მულტიფუნქციური კომპლექსი, A, B და C თაუერებით უმაღლესი სტანდარტის საინვესტიციო აპარტამენტებსა და 5* სასტუმრო Wyndham Hotel-ს აერთიანებს, რომელიც განახლებული იერსახით, გაუმჯობესებული სტატუსითა და ინფრასტრუქტურით არის წარმოდგენილი პროექტში.
ჰაიტექ არქიტექტურის მქონე მულტიფუნქციური პროექტი, „ალიანს ჰაილაინი“, მოდერნისტული ინფრასტრუქტურით, თანამედროვე დიზაინის აპარტამენტებითა და უნიკალური ხედვით, თბილისის ურბანული ესთეტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია.
Wyndham Hotel
„ალიანს ჰაილაინში“ წარმოდგენილი Wyndham Hotels ამერიკული სასტუმროთა ქსელების, Wyndham Hotels & Resorts-ის ნაწილია, რომელიც 95 ქვეყნის 9000-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს.
Wyndham Hotels გათვლილია როგორც საქმიანი, ასევე საოჯახო დასვენებისთვის და ვიზიტორებს საუკეთესო, დასამახსოვრებელ გამოცდილებებს სთავაზობს.
საერთაშორისო ბრენდჰაუსის „ალიანს ჰაილაინში“ ინტეგრირება, პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს და უზრუნველყოფს კომპლექსის სრულფასოვან, მუდმივ დატვირთულობას.
მასშტაბური მიმდინარე მშენებლობების გარდა, “ალიანს ჯგუფის” პორტფოლიო დასრულებულ მულტიფუნქციურ კომპლექსებს - “ალიანს ფრივილიჯსა” და “ალიანს პალასს” მოიცავს.
„ალიანს ფრივილიჯი“ მულტიფუნქციური პროექტია, რომელიც ბათუმის ისტორიულ ბულვარში, სანაპიროს პირველ ზოლში, ზღვიდან 50 მეტრში მდებარეობს. „ალიანს ფრივილიჯი“ 54 სართულისგან შედგება, სადაც 1-12 სართულს ამერიკული სასტუმროს ბრენდი Marriott, ხოლო დანარჩენს მაღალი კლასის საინვესტიციო აპარტამენტები იკავებს.
პროექტის არქიტექტურა ზაზა კვირკველიას ეკუთვნის და ის იდეალურად ერწყმის ბათუმის სახელგანთქმულ ლოკაციას. „ალიანს ფრივილიჯის“ ადგილმდებარეობიდან და განთავსებიდან გამომდინარე, პროექტის თითოეული აპარტამენტიდან ზღვისა და მთის შთამბეჭდავი ხედები იშლება.
Marriott International
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მასშტაბური ამერიკული პრემიუმ ბრენდის სასტუმრო Marriott International, 30 ბრენდს, 8000-ზე მეტ სასტუმროსა თუ რეზიდენციას აერთიანებს, 139 ქვეყანაში.
Marriott International-ს, 1-12 სართულამდე ბათუმის ისტორიულ ბულვარში ალიანს ფრივილიჯი უმასპინძლებს და საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებით, უზრუნველყოფს კომპლექსის დატვირთულობას.
„ალიანს პალასი“ კომპანიისა და რეგიონის პირველი სრულად რეალიზებული და ექსპლუატაციაში შესული პროექტია, რომელიც მაღალი კლასის საინვესტიციო აპარტამენტებს, ამერიკულ სასტუმრო ბრენდ Courtyard by Marriott-ს, მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურასა და სერვისებს აერთიანებს.
41-სართულიანი კომპლექსი ბათუმში, ზღვისპირა პირველ ზოლშია განთავსებული და უკვე არაერთი წელია, რაც აპარტამენტების მფლობელებისა და ვიზიტორების კომფორტსა და საუკეთესო სტუმარმასპინძლობის გამოცდილების შექმნაზე ზრუნავს.
Courtyard by Marriott
„ალიანს პალასში“ განთავსებული Courtyard by Marriott, ძირითადად საოჯახო და საქმიანი მოგზაურობებისთვის არის გამიზნული და მაღალი დონის სერვისებითა და დამსვენებლების საუკეთესო ტურისტული გამოცდილების შექმნაზეა ორიენტირებული.
აღსანიშნია, რომ სასტუმრომ, „ალიანს პალასში“ ოპერირების პირველივე წელს, ევროპის, აღმოსავლეთ და შუა აზიის სასტუმროებიდან, საუკეთესო მომსახურებისა და მომხმარებლის კმაყოფილების კატეგორიაში, მეორე ადგილის მფლობელი გახდა. ასევე, Courtyard by Marriott-მა Traveller Review Awards-ის ჯილდოც მიიღო, ყველაზე მაღალი შეფასების კატეგორიაში.
Aimbridge International
„ალიანს პალასის“ კომპლექსის მენეჯმენტზე ყველაზე მასშტაბური ამერიკული მენეჯმენტ კომპანია, Aimbridge International ზრუნავს, რომლის პორტფოლიოც 1500 საერთაშორისო სასტუმროს მოიცავს, 23 ქვეყანასა და 50 შტატში.
მსოფლიო სტუმარმასპინძლობის ახალი სტანდარტების დანერგვით, Aimbridge International აპარტამენტების მფლობელებსა, თუ დამსვენებლებს, დაუვიწყარ ემოციებსა და უნიკალურ შესაძლებლობებს უზიარებს.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში