USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ალდაგის მხარდაჭერით ,,პორშე ცენტრი თბილისმა“ Porsche Cayenne-ის უახლესი მოდელი წარადგინა

ალდაგის მხარდაჭერით ,,პორშე ცენტრი თბილისმა“ Porsche Cayenne-ის უახლესი მოდელი წარადგინა

2023-07-31 13:41:44

სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრემიუმ ბრენდის პრიმოს მხარდაჭერით, პორშე ცენტრი თბილისმა More Luxury კონცეფციით, მესამე თაობის Porsche Cayenne-ის უახლესი მოდელი წარადგინა. პრეზენტაცია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგა.

პრიმო ალდაგის პრემიუმ ბრენდია და საქართველოში პირველი პერსონალური სადაზღვევო მომსახურებაა, რომლის ფარგლებში დაზღვეული ავტომობილის მფლობელს ჰყავს პირადი მენეჯერი ალდაგში და სარგებლობს ექსკლუზიური პირობებით დაზღვევაზე, მათ შორის, ავტორიზებულ სერვისცენტრებში მომსახურება 5 წლის განმავლობაში, კონსიერჟის მომსახურება.

„პორშეს ცენტრი თბილისის ღონისძიებები ჩვენთვის, ყოველთვის, საინტერესო და მნიშვნელოვანია და მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა. დღეს, წარმოდგენილი ვართ, ალდაგის პრემიუმ ბრენდით - პრიმო, რომელიც პერსონალური სადაზღვევო მომსახურებაა და ინდუსტრიისთვის სიახლეა. პრიმოს სერვისით,  ვცდილობთ, კიდევ უფრო მეტად მოვერგოთ მომხმარებლების საჭიროებებს, რომელიც არაერთ სპეციალურ შეთავაზებას და განსხვავებულ პირობას მოიცავს. მათ შორისაა, პერსონალური მენეჯერი,  კონსიერჟ სერვისი და სხვა,“- ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი;

Porsche Cayenne-ის, მესამე თაობის, უახლესი მოდელის გაყიდვები, საერთაშორისო მასშტაბით, ერთსა და იმავე დღეს დაიწყო. განახლებული მოდელით, პორშემ, მის მიერ წარმოებული პრემიუმ კლასის ავტომობილები უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები