სადაზღვევო კომპანია ალდაგი, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერითორგანიზებული საქართველოს პრო ბონო ქსელისა და მათი პარტნიორების რიგით მეხუთე პრო ბონომარათონის მონაწილე იყო.
პრო ბონო მარათონი ექსკლუზიური ერთდღიანი საკონსულტაციო ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიცბიზნესკომპანიების სხვადასხვა კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალთა გუნდები მთელი დღისგანმავლობაში სამოქალაქო ორგანიზაციებთან კონკრეტულ პროექტებზე მუშაობენ, მათ წინაშე არსებულიპრობლემების გადასაჭრელად.
წლევანდელი მარათონის ფარგლებში, ალდაგის ჩართულობით, საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავესამოქალაქო ორგანიზაცია - ორიონისთვის, მათი საქმიანობის ამსახველი საპრეზენტაციო გრაფიკულივიდეო რგოლი მომზადდა, რომელსაც წინ, რამდენიმე კვირიანი სამუშაო პროცესი უძღვოდა.
საქართელოს პრო ბონო ქსელში ალდაგი რამდენიმე მიმართულებით არის ჩართული და სამოქალაქოორგანიზაციებს მაღალკვალიფიციურ კონსულტაციებს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის, ადამიანური რესურსების მართვის, იურიდიულ და ფინანსურ საკითხებში უწევს.
სალომე აბუაშვილი, ალდაგის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი: “ალდაგი საქართველოსპრო ბონო ქსელის აქტიური პარტნიორია და მოხარულები ვართ, რომ როგორც ქსელის წევრებს, კიდევერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე ორგანიზაციებისთვის ჩვენიმხარდაჭერა გამოგვეცხადებინა და დავხმარებოდით მათ პროფესიული რჩევით მეტი წარმატებისმისაღწევად. წელს ჩვენი ბენეფიციარი სამოქალაქო ორგანიზაცია - ორიონი იყო, რომელსაც კომპეტენციისფარგლებში, დახმარება ალდაგის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების გუნდმა გაუწია.“
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში