ლისის ტბასთან კერძო სახლების ახალი უბნის მშენებლობის პროექტი მალე დასრულდება. პროექტს ლისის განვითარების პროგრამის ფარგლებში ,,ლისის ეზოები“ ახორციელებს.
როგორც კომპანიის გაყიდვების და მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი მაია კილაძე Business Insider Georgia - თან ამბობს, კერძო სახლების ახალი პროექტის ძირითადი ნაწილი შესრულებულია.
პირველი ფაზა დასრულდა და შემდგომი - მეორე ფაზა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პარალელურად სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოები ხორციელდება, როგორიცაა გზების კეთილმოწყობა, კომუნიკაციები და სხვა.
„პირველი ფაზა შარშან დავასრულეთ. ჩვენი პროექტი იყო პიონერი, რომელმაც კერძო სახლები დაიწყო. შესაბამისად, ლისის ტერიტორიაზე კერძო სახლების უბნის მოწყობა ჩვენი პროექტის დამსახურებაა. რამდენიმე სხვა კომპანია შემოგვიერთდა წამოწყებაში და მალე მთელ ამ ტერიტორიაზე კერძო უბანი გაკეთდება, რაც დიდი მიღწევაა. დაბალი განაშენიანების პირველ ფაზაში გეგმაში იყო 3 სართულიანი სახლების მშენებლობა, ახლა მეორე ფაზაში უკვე ორსართულიანი სახლები დაიგეგმა. მიწის ნაკვეთების გაყიდვები აქტიურად მიმდინარეობს.
მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მოქალაქეებს 600 კვადრატული ფართის ნაკვეთის შეძენა შეუძლიათ, რაც ოპტიმალური ზომაა. ფაქტობრივად დაცულია კერძო სახლის მთავარი ეფექტი - გქონდეს ოჯახის წევრებისთვის ოთახები, დაგრჩეს ეზო, მოაწყო აუზი, დასასვენებელი სივრცე და რეკრეაციული ზონა.
ამ მხრივ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ე.წ. სამშენებლო კოეფიციენტები, K1 და K 2 ჩვენი პროექტის მიღმა ზონებში ცოტათი შეზღუდულია“, - ამბობს მაია კილაძე.
„ლისის ეზოების“ ფარგლებში, ჯამში, მიწის 100 ნაკვეთია. სახლების ნაწილი აშენებულია და მობინადრეების ნაწილი უკვე საცხოვრებლადაც არის შესული.
გარდა იმისა, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცეს, ლისის ტერიტორიაზე კერძო სახლების უბნის მთლიანი ინფრასტრუქტურა მოწყობილი და ცენტრალიზებულია.
როგორც კომპანიის გაყიდვების და მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი განმარტავს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი უბანი თბილისში რეკრეაციული ზონითა და ლამაზი, დახვეწილი ეზოებით. რაც შეეხება ფასებს, ზაფხულში კვადრატული მიწის ფასი 160-170 დოლარია.
თუმცა სექტემბრიდან მოსალოდნელია კორექტირება ზრდის მიმართულებით, მიწის შეძენით დაინტერესებულ პირებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ კონკრეტულ მშენებლებთან დავაკავშიროთ დამატებითი მომსახურებები ,,ლისის ეზოების“ პარტნიორი კომპანიებისგან მიიღონ.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში