USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აგროსერვისებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება - ,,აგროსიმა“

აგროსერვისებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება - ,,აგროსიმა“

2023-06-25 00:00:37

მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზატორი და საკონსულტაციო კომპანია ,,აგროსიმა" მომხმარებლებს ევროპული ხარისხის პესტიციდებსა და აგროქიმიკატებს სთავაზობს. კომპანიის საქმიანობა მიზნად ისახავს ევროპული სტანდარტის დანერგვას და გაზიარებას, ხოლო მუდმივად მზარდია წრე, რომელიც ასეთ სერვისს ითხოვს.

როგორც ,,აგროსიმას“ დამფუძნებელი ირაკლი ქოროღლიშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, აგრარულ კომპანიებს და ფერმერებს სთავაზობენ კულტურული მცენარეების მავნებლებისა და დაავადებების რიცხოვნობის რეგულირების დაცვის სქემებს, რომელიც ცალკეული რეგიონის აგრომეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე მომხმარებლებისთვის ინდივიდუალურად არის შექმნილი.

,,მცენარეთა დაცვის საშუალებების იმპორტს ვახორციელებთ იტალიიდან, ესპანეთიდან და უკვე თურქეთიდან, როგორიცაა უმაღლესი ხარისხის ბიო, ასევე ქიმიური პესტიციდები, აგროქიმიკატები და სხვა. ყველა მათგანი ევროპული სტანდარტების სრული დაცვითაა დამზადებული და საერთაშორისო სერტიფიკატს ფლობს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან შეძენილ პროდუქციას თან ერთვის შესაბამისი კვალიფიციური კონსულტაცია, რაც მომხმარებლებს ეფექტური და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღებაში ეხმარება. ასეთი კი ათეულობით კომპანიაა, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. შემთხვევითი არ არის, რომ იმპორტი შევარჩიეთ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებით საქართველოზე ბევრად წინ არიან, ხოლო მათი პროდუქცია შემოგვაქვს ექსკლუზიურად, ბაზარზე ანალოგი არ აქვს“, - ამბობს ირაკლი ქოროღლიშვილი.

რაც შეეხება სექტორის გამოწვევას, ,,აგროსიმას“ დამფუძნებლის თქმით, ეს არის კვალიფიკაცია და ცოდნის დეფიციტი, თუმცა მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება.

როგორც ირაკლი ქოროღლიშვილი აღნიშნავს, პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია ევროპული სტანდარტების სრული გაზიარება და პრაქტიკაში რეალიზება, ინფორმაციის სწორად მიწოდება, ბიომეურნეობის ცნობიერების ამაღლება და დაინტერესება ფერმერებში. ცნობისთვის, შპს „აგროსიმა“ ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს.

კომპანიამ საწყის ეტაპზე საქმიანობა 5 პრეპარატის რეალიზაციით დაიწყო და ეს მაჩვენებელი უკვე 40-მდეა. ,,აგროსიმაში“ სტაბილურად 15 ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 5 აგრონომია. კომპანიის მიზანი ხარისხიანი მოსავლის უზრუნველყოფაა, უფრო ვრცლად მისი საქმიანობის შესახებ მოცემულია ელექტრონულ მისამართზე: www.agrosima.ge

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები