USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„აგროჰაბმა“ ავჭალაში ახალი ცენტრალიზებული საწარმო გახსნა

„აგროჰაბმა“ ავჭალაში ახალი ცენტრალიზებული საწარმო გახსნა

2023-05-16 03:00:09

 

ჰიპერმარკეტების ქსელი „აგროჰაბი“ ფართოვდება. მიმდინარე წელს კომპანიამ ავჭალაში ახალი ცენტრალიზებული საწარმო გახსნა. ამასთან, ახალი ფილიალის გახსნაც იგეგმება.

„აგროჰაბის“ ცენტრალიზებული წარმოება 3000 კვ.მ.-ზეა გაშენებული და თანამედროვე მანქანა-დანადგარებითა და ლაბორატორიებითაა აღჭურვილი.

გარდა ამისა, 2022 წელს კომპანიამ ახალი სათბურები გააშენა, რაც შესაძლებლობას აძლევს, ქსელი კიდევ უფრო მეტი ნატურალური ბოსტნეულით მომარაგდეს.

როგორც ,,აგროჰაბის" დირექტორი ლაშა გოცირიძე Business Insider Georgia- თან აცხადებს, კომპანიის ძირითადი მიზანია, მაქსიმალურად მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი ქართული პროდუქტი შესთავაზოს მომხმარებელს, რა მიზნითაც ქსელის გაფართოება და ფილიალების დამატება დაიგეგმა.

„პირველ რიგში, ვზრუნავთ წარმოების და მეურნეობის ზრდა-განვითარებაზე. ნებისმიერ ფილიალში სტუმრობისას მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა უწყვეტად მიიღოს ,,აგროჰაბის" წარმოების ყველა პროდუქტი - ხორცი, თევზი, საკონდიტრო ნაწარმი თუ სხვა, რითაც ქართულ ბაზარზე გამოვირჩევით. ახალ საწარმოში ხორცისა და თევზის, ნახევარფაბრიკატების, ხილ-ბოსტნეულის წარმოება-გადამუშავების პროცესი მიმდინარეობს. აქ, ფაქტობრივად, ყველა იმ პროდუქტს ვაწარმოებთ, რასაც მომხმარებელი ითხოვს. 2022 წელს სიახლე გვქონდა საქონლის და ქათმის ფერმებში, სადაც ახალი მიმართულებები დავამატეთ. კერძოდ, საქონლის ფერმაში დავამატეთ შოტლანდიური შავი ანგუსის ჯიშის საქონელი, რომლისგან საუკეთესო სასტეიკე ხორცი მიიღება, რაც სხვა საქონლის ხორცისგან გემოვნური მახასიათებლები გამოარჩევს.

ქათმის ფერმაში დაემატა სპეციალური მეკვერცხული ჯიშის ფრინველი, ვეტერინარების მიერ შედგენილი ფრინველის დაბალანსებული საკვები რაციონი განაპირობებს გამორჩეული, ჯანსაღი კვერცხის მიღებას, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, „აგროჰაბის“ სასათბურე მეურნეობა. 2022 წელს გაშენებული ახალი სათბურები შესაძლებლობას გვაძლევს, რომ უფრო მეტი ნატურალური ბოსტნეული შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს", - აცხადებს ლაშა გოცირიძე.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაზეც კომპანიის დირექტორი საუბრობს, ,,აგროჰაბის" რძის საწარმოს უკავშირდება. იქიდან გამომდინარე, რომ ლაქტოზის აუტანლობა მოსახლეობაში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, „აგროჰაბის“ რძის საწარმოში, ევროპულ ქვეყნებისთვის განკუთვნილი სპეციალური ტექნოლოგიითშეიქმნა ახალი ულაქტოზო პროდუქტები, ხაჭო, მაწონი და ყველი.

იმპორტის მიმართულებაში დაემატა ბიო პროდუქტები, რომელიც თავისი უნიკალური შემადგენლობით რადიკალურად განსხვავებულია და სასარგებლო ნივთიერებების მაღალი შემცველობით გამოირჩევა. Organic Bio – ეს არის ევროკავშირის რეგულაციის ერთიანი ნიშანი, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ორგანული საკვების შეფუთვაზე, უსასუქოდ მოყვანილი ნედლეულის აღსანიშნავად.

ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ, 26 აპრილს „აგროჰაბს" კიდევ ერთი ფილიალი შეემატა, რომელიც მდებარეობს თბილისში, უნივერსიტეტის ქ. #39-ში, უნივერსიტეტის „მაღლივი“ კორპუსის მიმდებარედ. 2023 წელს იგეგმება კიდევ ერთი ფილიალის დამატება თბილისში, სანაპიროზე.

„ახალი ფილიალის გახსნით, ჩვენს მომხმარებელს წვდომა გაუადვილდება აგროჰაბის წარმოების ჯანსაღ და ნატურალურ პროდუქტებზე", - აცხადებს კომპანიის დირექტორი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები