USD 2.8089

EUR 2.9145

TRY 0.0778

GBP 3.4954

RUB 0.02988

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აგროდაზღვევა არის უალტერნატივო გზა და უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად - თენგიზ ნასარიძე

აგროდაზღვევა არის უალტერნატივო გზა და უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად - თენგიზ ნასარიძე

2023-09-03 14:21:59

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, თენგიზ ნასარიძე კახეთის რეგიონში იმყოფება და კახეთის მხარის რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან ერთად, სტიქიის შედეგებს ადგილზე ეცნობა.

მინისტრის მოადგილე მევენახე ფერმერებს რამდენიმე მუნიციპალიტეტში შეხვდა. მათთან საუბარში, თენგიზ ნასარიძემ ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მზადყოფნას დაზიანებული ყურძნის მიღება-ჩაბარების კუთხით. მინისტრის მოადგილემ ფერმერებს აგროდაზღვევის უფრო აქტიურად გამოყენებისკენ მოუწოდა.

"სტიქია ყოველწლიურად გვიქმნის სირთულეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რითაც კიდევ უფრო იკვეთება დაზღვევის აუცილებლობა. მის გარეშე ძალიან გაჭირდება ფერმერული საქმიანობის რეგულირება. აგროდაზღვევა არის უალტერნატივო გზა და უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის თანადაფინანსება წელს 50-დან 70 პროცენტამდე გაიზარდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თანადგომა ფერმერებისადმი", -აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, დაზღვეული ფერმერების რაოდენობის კუთხით არის პროგრესი, თუმცა არასაკმარისი.

2 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა.

ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.

სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია"  მზად არის  მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშავოს სეტყვით დაზიანებული ყურძენი და 1 კილოგრამში 0.90 ლარი გადაუხადოს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები