მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში აზერბაიჯანის მიერ საზღვარგარეთ გაზის გაყიდვის მოცულობამ 17,8 მილიარდი კუბ/მ შეადგინა, რაც 9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
აზერბაიჯანული მედია ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ საანგარიშო პერიოდში ევროპაში 8,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიყიდა, თურქეთს 7,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდა, ხოლო საქართველოს 1,7 მილიარდი კუბური მეტრი გაზი.
ამ დროის განმავლობაში TANAP-ით თურქეთს 4,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება.
აზერი-ჩირაგ-გუნაშლისა და შაჰ-დენიზის საბადოების ექსპლუატაციაში გაშვების მომენტიდან მიმდინარე წლის ოქტომბრამდე, აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადოდან 213 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნა მოპოვებული, ხოლო შაჰ-დენიზის საბადოდან 202,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი.
ამ პერიოდში შაჰ-დენიზის საბადოდან წარმოებული 143 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გავიდა ექსპორტზე.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში