USD 2.8089

EUR 2.9145

TRY 0.0778

GBP 3.4954

RUB 0.02988

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
9 სექტემბრიდან  საქართველოში თოვლჭყაპია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო

9 სექტემბრიდან საქართველოში თოვლჭყაპია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო

2023-09-07 15:34:22

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპი აღინიშნოს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. 

7 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ზოგან სეტყვა.

8 სექტემბერს, დღისით ნალექების ინტენსივობა შედარებით შესუსტდება, ხოლო 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ძლიერი ნალექები, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები