2023 წლის აგვისტოში ბუნებრივი აირის ფასი 12.0%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის აგვისტოს თვის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.
ევროპაში ბუნებრივი აირის ბაზარზე არასტაბილურობაა, რაც ძირითადად გამოწვეულია ავსტრალიიდან თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის შეფერხებით. რუსეთთან პოლიტიკური დაძაბულობის გამო, ამ პროდუქტზე ევროპის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი (ბუნებრივი აირის მოხმარების 40%), რამაც კონტინენტი ენერგეტიკული შოკების მიმართ მოწყვლადი გახადა.
შედეგად, ევროპას უწევს კონკურენცია აზიელ შემსყიდველებთან, ძირითადად ამერიკულ თხევად ბუნებრივ აირზე. ამ ეტაპზე, დაბალი აქტივობა ევროპაში და 90%-ით შევსებული მარაგები, ფასებს მეტნაკლებად სტაბილურობას უნარჩუნებს, თუმცა მოსალოდნელზე ცივი ზამთრის შემთხვევაში, არასტრაბილურობაა მოსალოდნელი.
2023 წლის 7 თვეში საქართველომ $280 მილიონის ბუნებრივი აირი შეისყიდა. გასული წლის 7თვეში ეს მაჩვენებელი $237 მილიონს შეადგენდა. ზრდა 18,2%-ია.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში