USD 2.7904

EUR 2.9031

TRY 0.0764

GBP 3.5167

RUB 0.031596

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
3D განათებით აღჭურვილ მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერს, 12 ივნისიდან დღემდე, ღამის საათებში, 30 000-მდე ვიზიტორი ეწვია

3D განათებით აღჭურვილ მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერს, 12 ივნისიდან დღემდე, ღამის საათებში, 30 000-მდე ვიზიტორი ეწვია

2023-08-26 16:44:27

3D განათების სისტემები, საქართველოში პირველად, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე დამონტაჟდა. 3D განათების სისტემით აღჭურვამ ვიზიტორებს საშუალება მისცა, ღამის საათებშიც იმოგზაურონ ულამაზეს დაცულ ტერიტორიებზე, რამაც მნახველების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა და ინტერესი განაპირობა, - ამის შესახებ აღნიშნულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, მარტვილის კანიონი და ოკაცეს ჩანჩქერი წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობს და გამოირჩევა ვიზიტორთა სიმრავლით.

„დაცული ტერიტორიების სააგენტო მუდმივად ზრუნავს, დაცულ ტერიტორიებზე დანერგოს სიახლეები, რათა მოგზაურობა კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს. მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე ვიზიტი ყოველ დღე, 10:00 საათიან 00:00 საათამდეა შესაძლებელი“, - აცხადებენ სააგენტოში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები