USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2025 წლიდან Toyota Camry სრულად ჰიბრიდული ხდება

2025 წლიდან Toyota Camry სრულად ჰიბრიდული ხდება

2023-11-16 11:59:44

 

Toyota Camry-ის შემდეგი თაობა, ყველაზე გაყიდვადი სედანი, აშშ-ს ბაზარზე მხოლოდ გაზის ელექტრო ჰიბრიდული ძრავით გამოვა. რაც იაპონური ავტომწარმოებლის მიერ გადადგმული ყველაზე თამამი ნაბიჯია, ჰიბრიდული ტექნოლოგიების აშშ-ის ბაზრის გულში გადასატანის შემდეგ.

„2025 წლის Camry აერთიანებს 2.5 ლიტრიან ბენზინის ძრავასა და ელექტროძრავის სისტემას, რომელიც უფრო მეტი სიმძლავრის მიწოდებას უზრუნველყოფს მანქანის როგორც წინა წამყვანი, ასევე ყველა წამყვანი ვერსიით“, - განაცხადეს კომპანიაში.

მიუხედავად იმისა, რომ Toyota-მ დააჩქარა ელექტრომობილების ტექნოლოგიის განვითარება, ის ჯერ კიდევ დებს ფსონს, რომ მოთხოვნა ჰიბრიდებსა და დანამატ-ჰიბრიდებზე მზარდი დარჩება, რადგან ავტომწარმოებელი იყენებს მრავალმხრივ მიდგომას და ცდილობს მომხმარებლის მოთხოვნა ყველა ბაზარზე დააკმაყოფილოს. 

ჰიბრიდული ძრავა და ახალი ელექტრონული სისტემა აწვდის 232 ცხენის ძალას - თითქმის 15%-ით მეტს, ვიდრე გამავალი Camry მექანიკური ძრავიანი სისტემა, - აცხდბენ Toyota-ში.

Toyota-მ არ გაამჟღავნა ფასები და საწვავის ეფექტურობის მაჩვენებლები 2025 Camry-თვის, რომელიც  შოურუმებში მომავალი წლის გაზაფხულზე გამოვა. ყველაზე იაფი Camry-ის ჰიბრიდული მოდელი ამჟამად იყიდება დაახლოებით 2400 დოლარად ძვირად, ვიდრე ყველაზე იაფფასიანი წვის Camry.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები