USD 2.8224

EUR 2.9418

TRY 0.0786

GBP 3.5382

RUB 0.028728

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წლის ბიუჯეტის პროექტით მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა მშპ-ის 38.2%-ით განისაზღვრა

2024 წლის ბიუჯეტის პროექტით მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა მშპ-ის 38.2%-ით განისაზღვრა

2023-10-02 09:39:18

2024 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო, განისაზღვრება 2 162,0 მლნ ლარით, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 2.5%-ს შეადგენს (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 3%).

როგორც 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში წერია, 2024 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა − მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 38.2%-ით, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულების საორიენტაციო შეფასება (2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით) − მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 0.1%-ით − ჯამი: მშპ-ის 38.3% (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 60%).

რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით გაანგარიშებული ნაერთი ბიუჯეტის მოდიფიცირებულ დეფიციტს, მისი მოცულობა 2 172,0 მლნ ლარია და მშპ-ს 2,5%-ს შეადგენს.

როგორც დოკუმენტში „ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულები 2024-2027“ (BDD) წერია, პანდემიის შემდგომი ეკონომიკური აღდგენისა და გაუმჯობესებული პარამეტრების პარალელურად, 2022 წელს მთავრობის ვალი მნიშვნელოვნად შემცირდა და მშპ-ს 39.8% შეადგინა, რაც ვალის 10 პროცენტული პუნქტით შემცირებას გულისხმობს წინა წელთან შედარებით. აქედან, საგარეო ვალი 29.8, ხოლო საშინაო ვალი 10.0 პროცენტია.

2023 წლისთვის ვალის კიდევ უფრო, 38.4%- მდე შემცირებაა მოსალოდნელი, ძირითადად საგარეო ვალის შემცირების ხარჯზე, ხოლო 2024-2027 წლებში დაგეგმილია მთავრობის ვალის თანმიმდევრული კლება და 2027 წლისთვის 37.5 პროცენტამდე შემცირება.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის სხვა შემოსავლების წილი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ სავარაუდოდ 2.2%-ს გაუტოლდება, ხოლო არაფინანსური და ფინანსური აქტივების რეალიზაციიდან მისაღები თანხების მოცულობა მშპ-თან მიმართებაში შესაბამისად 0.4 და 0.3 პროცენტი იქნება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები