საქართველოს განათლების მინისტრის გიორგი ამილახვარის ინფორმაციით, 2024 წლიდან პირველ კლასში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, ვისაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე უსრულდება.
„განვიხილეთ სკოლაში შესვლის ასაკთან დაკავშირებული საკითხი. დიდი ინტერესი და მშობლების მხრიდან მომართვაა ბოლო წლებში და ამ საკითხზე და ცვლილება დავიწყეთ 2 წლის წინ.
სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად, მიგვაჩნია, რომ ობიექტური წყალგამყოფია 31 დეკემბრის ჩათვლით, ვისაც 6 წელი შეუსრულდა.
მისივე თქმით, 2024-2025 სასწავლო წელს პირველკლასელი დამატებით, დაახლოებით 5 ათასი ბავშვი გახდება
ცვლილება შევა შემდეგ სასწავლო წელს და სკოლაში შესვლა შეეძლება მას, ვისაც 6 წელი შეუსრულდა 1-ელ დეკემბრამდე, ხოლო 2025-2026 წლებში უკვე მათ შეეძლებათ სკოლაში შესვლა, ვისაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდება“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება ნებაყოფილობითია. თუ მშობელი მიიჩნევს, რომ ბავში არაა სკოლისთვის მზად, ბაღს ექნება ვალდებულება და მშობელ მისი ბაღში დატოვება კიდევ ერთი წელი შეეძლება.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში