2023 წლის ივნისში თბილისში 3,940 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 1.4% და თვიურად 8.0%-იანი ზრდაა. ამ ზრდის წარმმართველი იყო პირველად ბაზარზე (დეველოპერებისგან) ბინების გაყიდვები, სადაც 1,830 ბინა გაიყიდა (+18.8% წ/წ). წინა თვის მსგავსად კლება გაგრძელდა მეორად ბაზარზე როგორც ახალაშენებული (2013 წლიდან ექსპლუატაციაში მიღებული ბინები), ისე ძველი ბინების გაყიდვებში, შესაბამისად -5.7% წ/წ და -12.8% წ/წ.
ივნისში გაყიდვების ზრდაში ყველაზე დიდი კონტრიბუცია შეიტანა გაყიდვებმა შემდეგ უბნებში - სამგორი (+23.6% წ/წ), დიდი დიღომი (+25.2% წ/წ) და დიდუბე (+28.0% წ/წ). ამასთან, ივნისში საბურთალოსა და ვაკეში ბინების გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა, წლიურად 21.6% და 27.1%-ით, შესაბამისად. ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში ყველაზე მაღალი წილი დაფიქსირდა საშუალო ზომის ბინებსა (51-80 მ2) და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტებში ($801 - 1,800).
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში