2023 წლის მეორე კვარტალში, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 23.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 22.4%-ით მეტია.
ხოლო, მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, 2023 წლის მეორე კვარტალში კომერციული რეკლამიდან მიღებული თანხა 21.4 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წლის იმავე პერიოდს, 3.9 მილიონი ლარით აღემატება.
ინფორმაციას ტელეკომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების 66.9% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა. 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი, სპონსორობის წილი 5.1%-ით შემცირდა, ხოლო პროდუქტის განთავსების - 3.9%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათ მიერ 2023 წლის მეორე კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 18.9%-ით გაიზარდა და 1.9 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც პირდაპირ რეკლამას 90.6% უკავია, სპონსორობის წილი კი 9.3%-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში