ბოლო წლებში სტატისტიკით საქართველოში სიგარეტის იმპორტი მზარდია. 2023 წელს 2022 წელთან შედარებით საქართველოში იმპორტირებული სიგარეტის სტატისტიკა ღირებულებით ნაწილში 21%-ით, ხოლო სიგარეტის ღერების რაოდენობით 22%-ითაა გაზრდილი.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში 9 804 768 040 ღერი სიგარეტის იმპორტი განხორციელდა, რისთვისაც ქვეყნიდან 157,500.88 ათასი დოლარი გავიდა. 2022 წლის სტატისტიკით კი ქვეყანაში 8 064 029 760 ღერის სიგარეტი შემოვიდა, რომლის საერთო ღირებულებაც 129,659.32 ათასი დოლარი იყო.
უკანასკნელი 15 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ქვეყანაში სიგარეტის იმპორტმა მაქსიმუმს 2018 წელს მიაღწია. საანგარიშო წელს საქართველომ 16 823 080 270 ღერი სიგარეტი იყიდა.
ირკვევა, რომ საქართველოში იმპორტირებული სიგარეტების 29%-ი ქვეყანაში თურქეთიდან ხორციელდება, 24%-ი სომხეთიდან.
სიგარეტის (სიგარეტები შეფუთვით, თამბაქოს შემცველობით) იმპორტიორი ქვეყნების TOP-5 ქვეყანა
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში