2023 წელს ქონების გადასახადებიდან ბიუჯეტში 648,341,798.73 ლარი შევიდა, რაც 7,4%-ით მეტია გასული წლის განმავლობაში „გადასახადები ქონებაზე“ მუხლში აკუმულირებულ თანხებთან შედარებით. 2022 წელს ქონების გადასახადმა 603,515,428.92 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ბიუჯეტში შესული ქონების გადასახადიდან 755-ი საქართველოს საწარმოთა ქონებაზე (გარდა მიწისა) აკუმულირებულია თანხებია, საუბარია სულ 486,989,122.99 ლარზე. ფიზიკურ პირთა ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადების მუხლით ბიუჯეტში 2023 წელს 50,122,588.94 ლარი შევიდა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადიდან - 73,152,034.09 ლარი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადიდან - 28,960,290.10 ლარი, არაეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებულ უძრავ ქონებაზე - 49,559,930.47 ლარი, ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებულ უძრავ ქონებაზე - 562,658.47 ლარი.
მას ასე ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტში უძრავი ქონების გადასახადებიდან ბიუჯეტში აკუმულირებულია:
ქონების გადასახადი
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადი.
დასაბეგრი:
საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი), იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრული მსუბუქი ავტომობილები; არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონება; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
ანგარიშგების ფორმა და ვადები:
წარადგენს დეკლარაციას არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოებრისა
გადასახადის ოდენობას განსაზღვრავს:
ფიზიკური პირის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე.
გადახდის ვადა:
გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა
შენიშვნა:
ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას წარადგენს თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს.
ფიზიკური პირებისთვის მიწაზე ქონების გადასახადი
დასაბეგრი:
საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
საკუთრებაში არსებული მიწა;
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწა, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს;
მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
ანგარიშგების ფორმა და ვადები:
წარადგენს დეკლარაციას არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოებრისა
გადასახადის ოდენობას განსაზღვრავს:
ფიზიკური პირის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე.
გადახდის ვადა:
გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა
გათავისუფლება:
მიწაზე ქონების გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებულია:
2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები;
მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი);
თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში;
შენიშვნა
დადგენილი საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (ან მის ნაწილზე) ან/და საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ამავე ფორმით გადაცემულ შენობა-ნაგებობებზე (ან მათ ნაწილზე).
საწარმოთა ქონების გადასახადი
დასაბეგრი ქონება:
რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
არარეზიდენტი საწარმო – საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაციისთვის განსაზღვრულ ქონებაზე (მათ შორის, იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე).
ანგარიშგების ფორმა და ნაგარიშგების წარდგენის ვადა:
დეკლარაცია, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას წარადგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა ;
გადახდის ვადა:
გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა ;
არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა (მიმდინარე გადასახდელის სახით;
დასაბეგრი ქონება:
მიწა
ანგარიშგების ფორმა და ნაგარიშგების წარდგენის ვადა:
დეკლარაცია, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას წარადგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა ;
გადახდის ვადა
საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში