USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წელს 12 772 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა

2023 წელს 12 772 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა

2024-01-24 09:30:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 12 772 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 535 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა.

ყველაზე მეტი - 3 111 ფაქტი, უკანონო ტყითსარგებლობას ეხება. მათგან 1465 ტყის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტია, 922 - ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების წესის დარღვევა, 724 კი - სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტია.  აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია 75 უკანონო სახერხი საამქრო. 

2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასევე გამოავლინეს ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 595, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 2097, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის - 1 477, წყლის კანონმდებლობის დარღვევის - 775, მიწის კანონმდებლობის დარღვევის - 706წიაღის უკანონო მოპოვების - 686, ნებართვის პირობების დარღვევის/უნებართვო საქმიანობის - 454 ფაქტი. ამავე პერიოდში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 871 ფაქტია გამოვლენილი.  

დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 2621 ფაქტი გამოავლინეს კახეთში, 2180 სამართალდარღვევაა აღკვეთილი დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 1867 - აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 1648 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 1053 - მცხეთა-მთიანეთში, 883 - შიდა ქართლში, 836 - ქვემო ქართლში, 786 კი - სამცხე-ჯავახეთში. 65 სამართალდარღვევა დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს. 

რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, თბილისში 833 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მათგან 21 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები