ლუდის ექსპორტი 93%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე 5,530,281.28 ლიტრი ლუდი გაიტანა, რომლის ღირებულებავ 6,741.58 ათასი დოლარი იყო. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტზე 2,864,856.44 ლიტრი ლუდის ექსპორტირება დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელი ლუდის ექსპორტის კუთხით უკვე რეკორდულია, რადგანაც 9 თვეში ექსპორტირებული ლუდის მოცულობა წინა წლების წლიურ მაჩვენებლებს უკვე აჭარბებს. 2022 წელს ქვეყანამ საექსპორტო ბაზრებზე 5,071,358.28 ლიტრი 4,796.73 ათასი დოლარის ღირებულების ლუდი გადაზიდა, 2021 წელს კი ექსპორტზე სულ 3,075,256.66 ლუდი გავიდა. ზრდა 65%-ია.
2023 წლის 9 თვეში საქართველოში წარმოებული ლუდი ექსპორტზე 28 ქვეყანაში გავიდა. თუმცა ექსპორტიორ ქვეყნებში ლიდერი ყაზახეთია, რომელზედაც ლუდის ექსპორტის 42%-ი მოდის. ლუდის ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგში მეორე ადგილზე რუსეთი, ხოლო მესამეზე სომხეთია
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ლუდს ყიდის
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში