USD 2.794

EUR 2.901

TRY 0.0776

GBP 3.4794

RUB 0.02884

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
14 ნოემბრიდან, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება

14 ნოემბრიდან, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება

2023-11-13 11:49:31

14 ნოემბრიდან, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება.

თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ბინის მიღების მოთხოვნით იძულებით გადაადგილებულმა  ოჯახებმა ახალი განაცხადი უნდა გააკეთონ.

განაცხადების შევსება, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში,  ხვალიდან დაიწყება და 2024 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება.

დევნილ ოჯახებს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები 2025 წლის ბოლომდე გადაეცემათ.

საქართველოს მთავრობა,  დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, 900 მილიონის ღირებულების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 13 000 დევნილი ოჯახი განსახლდება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები