USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
1 თვეში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა 37%-ით გაიზარდა

1 თვეში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა 37%-ით გაიზარდა

2023-07-07 10:00:10

მაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 93 ერთეული შეადგინა, რაც 37%-ით მეტია აპრილში დაფიქსირებულ პრეტენზიებთან შედარებით.

სებ-ის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პრეტენზიების 84%-ი სამომხმარებლო სესხის მიმართულებით დაფიქსირებულ პრეტენზიებზე მოდის. უფრო კონკრეტულად, ერთ თვეში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მიმართ 59 პრეტენზია დაფიქსირდა ჯარიმები და ვადაგადაცილების საკომისიოების გამო, 28 პრეტენზია შევიდა ადმინისტრაცია/მომსახურების გამო, ხოლო 1-1 პრეტენზია მოდის საპროცენტო შენატანებსა და ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით. დარჩენილი 4 პრეტენზია კი სტატისტიკაში „სხვა“ კატეგორიაშია გაყვანილი. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები