USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ჟუჟუნა“ ახალი ალკოჰოლური ხაზის დამატებას გეგმავს

„ჟუჟუნა“ ახალი ალკოჰოლური ხაზის დამატებას გეგმავს

2024-01-19 18:00:00

ნახევრად ცქრიალა ღვინის მწარმოებელი კომპანია „ჟუჟუნას“ თანადამფუძნებელი და დირექტორი მათე აბესაძე Business Insider Georgia-სთან  ამბობს, რომ  ახალი ალკოჰოლური ხაზის დამატებას გეგმავს.

„ჩვენ სადისტრიბუციო არხებს ვაფართოებთ. ვამატებთ რამდენიმე პროდუქტს. ეს პროდუქტები ისევ ალკოჰოლური სასმელების მიმართულებით იქნება. ეს იქნება მძიმე ალკოჰოლური სასმელი. ალბათ ჭაჭის მიმართულებით წავალთ, რადგან ცქრიალა ღვინის წარმოება გამორიცხულია სპირტის წარმოების გარეშე.  ფაქტობრივად, 50% აქვს პროდუქტს გამოსავლიანობა და დანარჩენი ნაწილის გამოხდა ხდება და იწარმოება სპირტები. ამას ვაძველებდით და ვეძებდით იდეალურ მომენტს როდის შეგვეძლო წარმოგვედგინა ბაზარზე“, - ამბობს მათე აბესაძე.

კომპანიის თანადამფუძნებელი ახალი პროდუქტების წარმოების მეტ დეტალზე არ საუბრობს. „ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადავდგით და დეტალურად ჩვენს გემაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, თუმცა ახალი ალკოჰოლური ხაზის დამატება დაგეგმილია“, - ამბობს მეწარმე.    

„ჟუჟუნა“ ღვინო კახეთში იწარმოება. ყურძენს პარტნიორი ფერმერებისგან ვყიდულობთ, რომლებთანაც გრძელვადიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ღვინის დაყენებასა და ჩამოსხმას კი მეღვინე გოგი დაქიშვილი ხელმძღვანელობს. ადრეულ რთველზე მოწეული რქაწითელი და მწვანე ზუსტად იმ დაბალ შაქრიანობასა და მაღალ მჟავიანობას ქმნის, რომელიც პირველადი ღვინო-მასალის მისაღებად გვჭირდება. ხოლო, ჟუჟუნას სიცქრიალეს წნევაგამძლე ცისტერნებში, შარმატის მეთოდით, მეორადი ფერმენტაცია განაპირობებს. შედეგად,„ჟუჟუ“ იტევს ალკოჰოლს, რომელიც მატყუარა 11%-ია. ღვინოში ნახშირორჟანგის წნევა კი 2.3 ბარია“, - აღნიშნულია „ჟუჟუნას“ ვებგვერდზე პროდუქტის შესახებ განთავსებულ ინფორმაციაში. 

იგივე თემაზე:

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები