მიმდინარე წლის ზაფხულისთვის კვების ობიექტებში შესაძლოა სერვისის ფასები შემცირდეს. .
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე Business Insider Geoprgia-თან ამბობს, რომ არის მოლოდინი ფასები მიმდინარე წლის ზაფხულისთვის 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10-15%-ით შემცირდეს.
„კვების ობიექტებში ფასების შემცირება მოსალოდნელია, რადგან ზაფხულის სეზონზე ნაკლები დამოკიდებულებაა იმპორტზე. ობიექტები ადგილობრივი პროდუქციის შესყიდვას იწყებენ. თანაც გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ინფლაცია მცირდება და ლარი მყარდება“, - ამბობს ბურჯანაძე.
საქსტატის ცნობით, 2023 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.3
პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 8.1 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციითვე, პროცენტული ცვლილება წინა თვესთან შედარებით, სასტუმროები, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში 0,3%-ის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო წლიურ ჭრილში 14.8%-ის დონეზე.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი