დღეს, 18 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.
საქართველოს მთავრობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებს განიხილავს:
1. საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; - მომხსენებელი: გ. ამილახვარი
2. საქართველოს კანონის პროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; - მომხსენებელი: ო. შამუგია
3. საქართველოს კანონის პროექტი „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”;- მომხსენებელი: ო. შამუგია
4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“; - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”, - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯორჯიან ენერჯი რეფაინინგ კომპანი-ჯერსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”, - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „წეროვანი ველისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”, - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ახალი წეროვანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“;- მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „შავი ზღვის სამოთხე 1 - ისათვის” პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 აგვისტოს N1494 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”; - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის უძრავი ნივთების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”; - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს „საქართველო-ურბან ენერჯის“ შორის 2007 წლის 29 მაისს დადებულ მემორანდუმზე დამატების თაობაზე”; - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
12. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს ,,იმერ-ენერჯი კაპიტალს’’ შორის ,,ძევრა ჰესი 1-ის’’ ,,ძევრა ჰესი 2-ის’’ ,,ძევრა ჰესი 3-ის’’ ელექტროსადგურების შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“; - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
13. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ”; - მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი
14. საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები "პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ”(2 პროექტი); - მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი
15. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“; - მომხსენებელი: ი. ქარსელაძე
16. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "საქართველოს გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების კონცეფციის დამტკიცების შესახებ“; - მომხსენებელი: ო. შამუგია.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი