Business Insider Georgia-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკის მომავალმა პრეზიდენტმა უნდა შეძლოს არაპოპულაური გადაწყვეტილებების მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მართვა გაუჭირდება.
ამის შესახებ გვენეტაძემ Business Insider Georgia-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორი უნდა იყოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
„ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი პირველ რიგში უნდა იყოს მაკროეკონომისტი. უნდა იყოს ადამიანი, რომელიც არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს არ ერიდება. არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება რთულია. თუ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ვერ მოხდა, ნიშნავს, რომ უკვე სადღაც ბზარი იქმნება და მომავალში ვითარება არ იქნება კარგი.
ალბათ საბოლოო ჯამში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არაპოპულარული უნდა იყოს, ის არ უნდა უყვარდეთ“, - აღნიშნა გვენეტაძემ.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი