USD 2.7484

EUR 2.8998

TRY 0.0797

GBP 3.4789

RUB 0.027361

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვინ ფლობს საქართველოში ბრუნვის მოცულობით ყველაზე დიდ ჰიპერმარკეტებს

ვინ ფლობს საქართველოში ბრუნვის მოცულობით ყველაზე დიდ ჰიპერმარკეტებს

2023-04-18 11:04:03

საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტები ცნობილია.

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 ჰიპერმარკეტი გამოიკვეთა:  (ობიექტები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

  • შპს ფუდმარტი;
  • სს ნიკორა ტრეიდი;
  • შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია;
  • შპს ორი ნაბიჯი;
  • შპს რითეილ ჯგუფი. 

 

ვინ ფლობს საქართველოში ბრუნვის მოცულობით ყველაზე დიდ ჰიპერმარკეტებს: 

შპს ფუდმარტის - მესაკუთრე და წილის მმართველი SEAF Caucasus Growth Fund L.P, CT-48849 /კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული და კომპანიის  - 32.906963725% ფლობს;

კომპანიას კიდევ სამი მფლობელი ჰყავს: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჰოლდინგ.ჯი -  48.992386923%, SEAF SINGLE VINTAGE FLEX FUND L.P., 5850220 /აშშ/ 694 - 1.942454097%; 

NEDERLANDSE FINANCIERINGSMAATSCHAPPIJ VOOR ONTWIKKELINGSLANDEN N.V, 27078545; 002303905 /ნიდერლანდები/ 5773 - 16.158195253%;

სს ნიკორა ტრეიდს სამეთვალყურეო საბჭო მართავს: თავმჯდომარე/წევრი: ვასილი სუხიაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ტარას ნიჟარაძე,  წევრი: ირაკლი ბოქოლიშვილი, წევრი: გია პეტრიაშვილი,  წევრი: ირაკლი ნიკოლაიშვილი, წევრი: ვასილ ტარადინი, 75 2877247 /რუსეთის ფედერაცია/ წევრი: ოლეგ გუბანოვი, 71 7143091 /რუსეთის ფედერაცია/

შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას - 100%-ს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტსი ფლობს, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიეროებშია რეგისტრირებული. 

შპს ორ ნაბიჯში - გოჩა ცქიტიშვილი - 33.34% გიორგი ჩხეიძე - 33.33% კახი ბექაური - 33.33% ფლობს. 

შპს რითეილ ჯგუფს 5 მფლობელი ჰყავს -  შპს ქისთოუნ ინვესთმენთს - 30% შპს დოლნეი ქენსალთენთს, /კვიპროსი/ - 26.67%;

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) ჯიბისი ინვესტი - 20.04%-ს, ხლო შპს რითეილ ინვესთმენთს - 9.96%; შპს „გუდ ფროდაქტსი“ კი - 13.33%-ს ფლობს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები