USD 2.7484

EUR 2.8998

TRY 0.0797

GBP 3.4789

RUB 0.027361

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი ავიაკომპანია მოემსახურა ყველაზე მეტ ტვირთს - საჰაერო გადაზიდვების TOP-5 კომპანია

რომელი ავიაკომპანია მოემსახურა ყველაზე მეტ ტვირთს - საჰაერო გადაზიდვების TOP-5 კომპანია

2023-04-16 23:58:59

2023 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ პირველი კვარტლის განმავლობაში Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 1 037,109 ტონა ტვირთი გადაზიდა.

საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-ი​.

2023 წლის პირველ კვარტალში ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 598,827 ტონა ტვირთს მოემსახურა.

ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა, თურქული MNG Airlines-ი​, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით იანვარ-მარტის განმავლობაში 387,763 ტონა ტვირთი გაატარა.

პირველი კვარტლის სტატისტიკური მაჩვენებლებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა ლუქსემბურგის სატვირთო ავიაგადამზიდავი Cargolux Airlines-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 310,211 ტონა ტვირთი გადაზიდა.

რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ესპანური სატვირთო ავიაგადამზიდავი Swiftair-ი, რომელიც 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე 107,753 ტონა ტვირთს მოემსახურა.

გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:

  • Turkish Cargo;
  • Georgian Airlines;
  • MNG Airlines;
  • Cargolux Airlines;
  • Swiftair.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები