USD 2.7484

EUR 2.8998

TRY 0.0797

GBP 3.4789

RUB 0.027361

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ძეხვი შემოდის

სამი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ძეხვი შემოდის

2023-04-16 17:04:03

2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 1,846.63 ათასი დოლარის ღირებულების 315.36 ტონა ძეხვის იმპორტი განახორციელა, რაც 28%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან.

2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 246.65 ტონა ძეხვის (ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან) იმპორტი დაფიქსირდა.

ბოლო 14 წლის სტატისტიკით საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობის ძეხვი 2011 წელს იყიდა, სულ 5,452.45 ტონა, რაშიც 15,515.54 ათასი დოლარი გადაიხადა.

აღსანიშნავი, რომ ბოლო წლების სტატისტიკით საქართველოში ძეხვის იმპორტი მზარდია.

2022 წელს ქვეყანამ 2,095.63 ტონა ძეხვი იყიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებლებთან 12%-იან ზრდას აჩვენებს. 

საქართველოში ძეხვის ნომერ პირველი იმპორტიორი ავსტრიაა. საიდანაც მთლიანი იმპორტის 26%-ის მოცულობის ძეხვი შემოვიდა. რიგით მეორე იმპორტიორი ქვეყანაა სომხეთი, რომელზეც მთლიანი იმპორტის 21%-ი მოდის.18%-ით კი მესამე ადგილზე უკრაინაა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები